„ბრეშა“ ბალოტელისთან კონტრაქტს გააუქმებს
„ბრეშა“ ბალოტელისთან კონტრაქტს გააუქმებს

„ბრეშას“ პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ მიიღო გადაწყვეტილება – გაწყვიტოს კონტრაქტი მარიო ბალოტელისთან. ეს მოხდება სეზონის დასრულების შემდეგ.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ბალოტელი 10 დღეა არ გამოჩენილა ვარჯიშებზე, არადა, სერია A-ს ხელმძღვანელობამ კლუბებს ვარჯიშის ნება დართო.

„ბრეშაში“ დაბრუნების შემდეგ, 30 წლის ფორვარდი კონფლიქტში შევიდა ჩელინოსთან და დისციპლინის დარღვევის შემდეგ, დანარჩენი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა.

ბალოტელის მოქმედი კონტრაქტი „ბრეშასთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ მხარეები მის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ადრე იტალიელის მიმართ ინტერესს გამოხატავდნენ „ვასკო და გამა“ და „გალათასარაი“.