ბრექსიტის ჩიხის დასაძლევად „კონსერვატორებსა“ და „ლეიბორისტებს“ შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა
ბრექსიტის ჩიხის დასაძლევად „კონსერვატორებსა“ და „ლეიბორისტებს“ შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა

ბრექსიტის ჩიხის დასაძლევად „კონსერვატორებსა“ და „ლეიბორისტებს“ შორის დაწყებული მოლაპარაკებები ჩაიშალა. ბრიტანეთში ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ჯერემი კორბინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ექვსკვირიანი პარტიათაშორისი მოლაპარაკებების გაგრძელება მთავრობის მზარდი სისუსტის და არასტაბილურობის გამო შეუძლებელია. ამის შემდეგ, ორი პარტია იმსჯელებს, თუ როგორ წარუდგინონ დეპუტატებს სხვადასხვა ვარიანტი პარლამენტში არსებული ჩიხის დასაძლევად.

ბრიტანეთს ევროკავშირი 31 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ბრიტანეთში პოზიციების შეუთანხმებლობის გამო, ევროკავშირმა პროცესი 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.