ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარს ჩამოსცდა
ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარს ჩამოსცდა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარს ჩამოსცდა. 16 მარტის ვაჭრობისას, ბარელი ნავთობი 29.52 დოლარად იყიდებოდა. მსგავსი დაბალი ფასი 2016 წლის იანვრის შემდეგ პირველად აღინიშნა.

7.7 პროცენტით დაიკლო დასავლეთ ტეხასის ბარელი ნავთობის ფასმაც და ბარელზე 29.28 დოლარი შეადგინა.

კორონავირუსის გავრცელება ზრდის შიშებს, რომ დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობების გადადგმული შემზღუდველი ნაბიჯები გლობალურ რეცესიას გამოიწვევს. ვითარებას ამწვავებს საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის მოპოვების დღიურ რაოდენობაზე არსებული უთანხმოებაც.