ბრენდან როჯერსი - „ჩელსი“ კოუტინიოს ყიდვას ჯერ კიდევ 2006 წელს აპირებდა
ბრენდან როჯერსი - „ჩელსი“ კოუტინიოს ყიდვას ჯერ კიდევ 2006 წელს აპირებდა

„ლესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ბერნდან როჯერსი, რომელიც ადრე „ჩელსის“ სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, აცხადებს, რომ ლონდონური კლუბი 2008 წელს ფილიპე კოუტინიოს ყიდვას აპირებდა.

„მე ფილიპეს „ჩელსის“ პერიოდიდან ვიცნობ. ჩვენ მისი ყიდვა ჯერ კიდევ მაშინ გვინდოდა, როდესაც ის 14 წლის იყო, თუმცა მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა „ინტერში“ გადასვლა. ამის შემდეგ, ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ ის პრემიერლიგას ვერ შეეწყობოდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მჯერა, რომ ეს ბიჭი თავის სიტყვას კიდევ იტყვის, თუ ინგლისში დაბრუნდება“, – მოჰყავს როჯერსის სიტყვები „გოლს“.

ფილიპე კოუტინიომ „ვასკო და გამაში“ დაიწყო საფეხბურთო კარიერა, სადაც ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, 2008 წელს კი, 16 წლის ასაკში, მილანის ინტერში გადავიდა. 2013-18 წლებში ბრაზილიელი ლივერპულში თამაშობდა, შემდეგ კი ბარსელონაში გადავიდა, თუმცა კატალონიურ კლუბში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედგაცრუებად იქცა და 2019 წლიდან იჯარის წესით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს.