ბრეიტვეიტი „ბარსელონას“ დატოვებას აპირებს - ფეხბურთელი ხელფასის მომატებას ითხოვს #1TVSPORT
ბრეიტვეიტი „ბარსელონას“ დატოვებას აპირებს - ფეხბურთელი ხელფასის მომატებას ითხოვს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა მარტინ ბრეიტვეიტმა კატალონელთა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ უახლოეს დროში დატოვებს კლუბს, თუ ხელფასს არ მოუმატებენ.

როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, 30 წლის დანიელ ფორვარდს მიაჩნია, რომ უფრო მეტს იმსახურებს იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. თუ მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, თავდამსხმელი კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვს.

ბრეიტვეიტის მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ლა ლიგას პირველ ტურში „სოსიედადის“ წინააღმდეგ, დანიელმა ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.