ბრედლი ბილს ტოკიოს ოლიმპიადის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT
ბრედლი ბილს ტოკიოს ოლიმპიადის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების მცველმა ბრედლი ბილმა, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიადა გამოტოვოს კორონავისუსის გამო, – იტყობინება სააგენტო AP.

წყაროს ცნობით, ბილი შეიყვანეს COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პროტოკოლებში. იტყობინებიან, რომ აშშ-ის ნაკრებს აქვს შესაძლებლობა – შეცვალოს ბილი ტოკიოში გამგზავრებამდე.

ბრედლი ბილმა ოლიმპიადის მზადების ციკლში ამერიკის ნაკრების სამივე ამხანაგურ მატჩში ითამაშა. აშშ-მ წააგო ნიგერიასთან (87:90) და ავსტრალიასთან (83:91) და დაამარცხა არგენტინა (108:80).

ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან და 8 აგვისტომდე გაიმართება.