ბრედლი ბარკოლას მიმართ ყველაზე დიდ დაინტერესებას „ლივერპული“ გამოთქვამს #1TVSPORT

09:34, 24.07.2026

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლივერპული“ ყველაზე მეტად აქტიურობს „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბის, ბრედლი ბარკოლას ხელში ჩასაგდებად.

ამასთან, საფრანგეთის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს პსჟ-ს~თან ახალ კონტრაქტზე, რომელიც 2028 წლის ზაფხულში იწურება.

ბარკოლა „პარი სენ-ჟერმენში“ 2023 წელს გადავიდა „ლიონიდან“. დღეს მისი სატრანსფერო ღირებულება შეადგენს 90 მილიონ ევროს.

მსგავსი