ბრედლი ბარკოლა „ლივერპულში“ გადასვლასთან ახლოს არის #1TVSPORT
„ლივერპული“ ახლოს არის, „პარი სენ-ჟერმენიდან“ ბრედლი ბარკოლა დაიმატოს, – ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
როგორც სკირა წერს, ინგლისურ კლუბსა და ბარკოლას შორის შეთანხმება უკვე არსებობს – „ლივერპული“ მზად არის, „პარი სენ-ჟერმენს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ფაბრიციო რომანოს მიერ გავარცელებული ინფორმაციით, ბარკოლამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა და კლუბის ზაფხულში დატოვებას აპირებს.
საფრანგეთის ნაკრების წევრი „პარი სენ-ჟერმენში“ 2023 წელს „ლიონიდან“ გადავიდა. 2025 და 2026 წლებში მან პარიზულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.