ბრედლი ბარკოლა – ჩემი ამოცანა „ლივერპულში“ სისწრაფისა და სიმწვავის შეტანაა #1TVSPORT
„ლივერპულის“ გარემარბმა ბრედლი ბარკოლამ ილაპარაკა იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება მისი თვისებები პრემიერლიგას.
მერსისაიდელებმა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი 125+20 მილიონ ევროდ შეიძინეს.
– რა თვისებებს შემატებთ „ლივერპულს“? როგორ დაახასიათებდით თქვენს სათამაშო სტილს?
– ამოცანაა შემადგენლობაში სისწრაფისა და სიმწვავის შეტანა. სტილი, რომელსაც მთავარი მწვრთნელი ანიჭებს უპირატესობას, ძალიან ჰგავს ჩემს სტილს. ამიტომ მიმაჩნია, რომ სწორედ ამ კომპონენტების დამატებას შევძლებ გუნდისთვის. ამის იმედი მაქვს.
– მიგაჩნიათ, რომ თქვენი თვისებები შეესაბამება პრემიერლიგას?
– დიახ, ვფიქრობ, რომ შეესაბამება. ბევრჯერ მომიწია პრემიერლიგის გუნდების წინააღმდეგ თამაში. მიმაჩნია, რომ ჩემი თვისებები ძალიან კარგად მოერგება ინგლისის ჩემპიონატს.
– მოასწარით ანდონი ირაოლასთან დალაპარაკება? რა გითხრათ მან გუნდში თქვენი როლის შესახებ?
– მასთან რამდენჯერმე გასაუბრება მოვასწარი. მითხრა, რომ ჩემი თვისებები სარგებელს მოუტანს გუნდს, რომ ჩემი იმედი აქვს და ჩემი სჯერა. სწორედ ამან გამიჩინა „ლივერპულში“ გადასვლის სურვილი. როდესაც მწვრთნელის ნდობა გაქვს, შეგიძლია, მოედანზეც უკეთესი იყო. ამიტომაც ასეთი კარგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაში ძალიან მაგარია.