ბრძოლა პირველობისთვის - ლიგა 2-ში სამმა ბომბარდირმა 20-20 ბურთი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ბრძოლა პირველობისთვის - ლიგა 2-ში სამმა ბომბარდირმა 20-20 ბურთი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 34-ე ტურის შეხვედრები გაიმართა – ბომბარდირთა პირველ სამეულში მყოფმა ყველა თავდამსხმელმა თავი გამოიჩინა და მეგოლეთა დავაში ვითარება დაიძაბა.

პირველ ადგილზე მყოფმა მარტვილის „მერანის“ თავდამსხმელმა შეიკნე სილამ „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში საგარეჯოს „გარეჯს“ გაუტანა და 20 გოლი დაუგროვდა.

ივანწმინდაში ბოლნისის „სიონმა“ 5:2 მოიგო, ხოლო სტუმართა ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ საჩხერეს „ჩიხურასთან“ (35, 43, 45+1) ჰეთ-ტრიკი შეასრულა და მასაც 20 გოლი დაუგროვდა.

„ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე „გაგრამ“ „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. „გაგრას“ თავდამსხმელმა თამაზ მაქაცარიამ „პოკერი“ (30, 39, 54, 89) შეასრულა და მასაც 20 გოლი დაუგროვდა.

ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში უნიკალური ვითარებაა – ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, სამივე მათგანს 20-20 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირობისთის იბრძვიან.