ბრაზილიური პრესა - ანჩელოტი არ აპირებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნეიმარის გამოძახებას #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ აპირებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე „სანტოსის“ ფორვარდის, ნეიმარის წაყვანას. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Globo-ს ჟურნალისტმა, ანდრე პოფრედომ.
მისი სიტყვებით, იტალიელი სპეციალისტი არც კი ფიქრობს ნეიმარის გამოძახებას. ეს არ შედის ანჩელოტის გეგმებში და მწვრთნელს ამგვარი სურვილი არ გააჩნია. ანჩელოტის არ ესმის ნეიმარის გარშემო ატეხილი ამგვარი ხმაურის მიზეზი.
გულშემატკივრები ნეიმარის შემადგენლობაში შეყვანის მოთხოვნას იმით ასაბუთებენ, რას წარმოადგენდა ფორვარდი წინა წლებში. თუმცა ანჩელოტი ნეიმარს ბოლო თვეებში ნაჩვენები თამაშით აფასებს. და ის, რაც ამ პერიოდში ნეიმარმა აჩვენა, არ აახლოებს მას მსოფლიო ჩემპიონატის საბოლოო განაცხადთან.