ბრაზილიური ფეხბურთის ყოფილი შეფი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშორეს
ბრაზილიური ფეხბურთის ყოფილი შეფი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშორეს

ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, რიკარდო ტეიშეირა სამუდამოდ ჩამოაშორეს ყოველგვარ საფეხბურთო მოღვაწეობას – ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ტეიშეირა გახლავთ კორუფციასთან დაკავშირებული ხმაურიანი საქმის ფიგურანტი. კერძოდ, ის ბრალდებულად სცნეს ფიფა-ს ეთიკის კოდექსის დარღვევაში. 72 წლის ფუნქციონერი  მედიაკონტრაქტების გაფორმებისას ქრთამს იღებდა.

ტეიშეირა 900 ათასი ევროთიც დააჯარიმეს.