ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ კარლო ანჩელოტისთან კონტაქტი განაახლა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, შესაძლოა, სათავეში ჩაუდგეს ბრაზილიის ნაკრებს. ამის შესახებ წერს გაზეთი Globo.
წყაროს ცნობით, ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ განაახლა კონტაქტები იტალიელ სპეციალისტთან და შესთავაზა მას ეროვნული გუნდის გაწვრთნა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.
ცნობილი ხდება, რომ ანჩელოტის უარი არ უთქვამს შეთავაზებაზე და გააფრთხილა ბრაზილიური მხარე, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი კლუბებს შორის მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის შემდეგ შეიძლება მოხდეს.
ეს ტურნირი, რომელშიც „რეალიც“ ითამაშებს, 15 ივნისიდან 13 ივლისამდე უნდა გაიმართოს.