ბრაზილიის ქალაქ გოიანიაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
ბრაზილიის ქალაქ გოიანიაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 30 დეკემბერს ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის შტატ გოიასის დედაქალაქ გოიანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ საზეიმო ვითარებაში გახსნა საქართველოს საპატიო საკონსულოს ოფისი. მას უხელმძღვანელებს საქართველოს საპატიო კონსული მარსელო ლელის სერტაო.

საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ თავისი ეკონომიკური პოტენციალით გოიასის შტატს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რეგიონში აქტიურად ვითარდება ბიზნესი, მყარდება ახალი პარტნიორული კონტაქტები კომპანიებთან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც საქართველოს ბიზ​ნეს სექტორთან თანამშრომლობის თვალსაზრისით მზარდ ინტერესს იწვევს.

„გოიანიაში საპატიო საკონსულოს გახსნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში და ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას ბრაზილიაში, ქვეყნის კულტურის და მრავალფეროვნების სათანადოდ წარმოჩენას, საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის განვითარებას, ტურიზმის წახალისებას და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

დატოვე კომენტარი