ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატი - ნეიმარს ეშინია, რომ მე მოვიგებ არჩევნებს, რადგან ბოლსონარუმ გადასახადები აპატია #1TVSPORT
ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატი - ნეიმარს ეშინია, რომ მე მოვიგებ არჩევნებს, რადგან ბოლსონარუმ გადასახადები აპატია #1TVSPORT

ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლუიშ ინასიო ლულა და სილვამ ილაპარაკა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარზე, რომელიც არჩევნებში მხარს უჭერს მოქმედ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს.

„მე არ ვბრაზობ. ნეიმარს აქვს უფლება აირჩიოს ის, ვინც სურს. ვფიქრობ, მას ეშინია, რომ მე მოვიგებ არჩევნებს, რადგან შემდეგ გავიგებ, რომ ბოლსონარუმ მას გადასახადები აპატია. მგონია, რომ ამიტომაც ეშინია ჩემი. ცხადია, რომ ბოლსონარუმ გარიგება დადო ნეიმარის მამასთან“, – განაცხადა ლულამ.

ცნობილია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის წინ, ნეიმარმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მადლობა გადაუხადა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს.