ბრაზილიის ნაკრებს ნეიმარი გამოაკლდა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრებს ნეიმარი გამოაკლდა #1TVSPORT

ბრაზილის ნაკრების პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ „სანტოსის“ 33 წლის ფორვარდი ნეიმარი, სამედიცინო მონაცემებიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს ბრაზილიის ნაკრების უახლოეს მატჩებში მონაწილეობას.

იტყობინებიან, რომ ეს გადაწყვეტილება ნაკრების სამედიცინო ჯგუფმა მიიღო.

ნეიმარმა ბოლოს ბრაზილიის ნაკრებში 2023 წლის ოქტომბერში ითამაშა და მას შემდეგ ეს იყო მისი პირველი გამოძახება ეროვნულ გუნდში.

გარდა ამისა, უახლოეს ორ მატჩზე ნაკრებთან ერთად არ იქნება „მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონი.

ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ორი შეხვედრა უნდა ჩაატაროს – 21 მარტს კოლუმბიასთან და 26 მარტს არგენტინასთან.