ბრაზილიის ნაკრებს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი დაუნიშნეს #1TVSPORT

22:12, 15.02.2023

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელობამ დაასახელა ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი. ეს გახლავთ რამონ მენეზეში, რომელიც ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელია.

მენეზეში ბრაზილიის ნაკრებს მოამზადებს მაროკოს წინააღმდეგ ამხანაგური მატჩისთვის. შეხვედრა 25 მარტს მაროკოს ქალაქ ტანჟერში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რამონ მენეზეშმა ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი მოაგებინა.

მსგავსი