ბრაზილიის ნაკრებმა სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.
შემადგენლობა ნაწილობრივ ექსპერიმენტულია – ანჩელოტიმ არ გამოიძახა „სანტოსის“ ფორვარდი ნეიმარი და არცერთი ფეხბურთელი „რეალიდან“.
მეკარეები – ბენტუ (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), ალისონი (ლივერპული, ინგლისი), უგო სოუზა (კორინთიანსი);
მცველები – ალესანდრო (ლილი, საფრანგეთი), ალექს სანდრო (ფლანემგო), კაიო ენრიკე (მონაკო), დუგლას სანტოსი (ზენიტი, რუსეთი), ფაბრისიო ბრუნო (კრუზეირო), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი, ინგლისი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ვანდერსონი (მონაკო, საფრანგეთი), უესლი (რომა, იტალია);
ნახევარმცველები – ანდრეი სანტოსი (ჩელსი, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი, ინგლისი), კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ჟოელინტონი (ნიუკასლი, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი, ინგლისი);
ფორვარდები – ესტევაო (ჩელსი, ინგლისი), გაბრიელ მარტინელი (ნიუკასლი, ინგლისი), ჟოაო პედრო (ჩელსი, ინგლისი), კაიო ჟორჟე (კრუზეირო), ლუის ენრიკე (ზენიტი, რუსეთი), მატეუშ კუნია (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), რაფინია (ბარსელონა, ესპანეთი), რიჩარლისონი (ტოტენჰემი, ინგლისი).
ბრაზილიის ნაკრები 5 სექტემბერს შინ მიიღებს ჩილეს და 10 სექტემბერს ბოლივიას ესტუმრება.