ბრაზილიის ნაკრებმა მარტის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრებმა მარტის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დორივალ ჟუნიორმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.

შემადგენლობის მიღმა დარჩნენ ანტონი (ბეტისი), ენდრიკი (რეალი) და ედერსონი (ატალანტა), მაგრამ მთავარი სიახლე ის არის, რომ ბრაზილიის ნაკრებს უბრუნდება ნეიმარი.

მეკარეები – ბენტუ (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ალისონი (ლივერპული, ინგლისი);

მცველები – მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), დანილო, უესლი, ლეო ორტისი (ყველა – ფლამენგო), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი, ინგლისი), გილერმე არანა (ატლეტიკო მინეირო), ვანდერსონი (მონაკო, საფრანგეთი), მურილიო (ნოტინგემი, ინგლისი);

ნახევარმცველები – ანდრე (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში, ჟოელინტონი (ორივე – ნიუკასლი, ინგლისი), ჟერსონი (ფლამენგო);

ფორვარდები – ნეიმარი (სანტოსი), ვინისიუსი, როდრიგო (ორივე – რეალი, ესპანეთი), სავინიო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მატეუს კუნია (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ჟოაო პედრო (ბრაიტონი, ინგლისი), ესტევაო ვილიანი (პალმეირასი), რაფინია (ბარსელონა, ესპანეთი).

ბრაზილიის ნაკრები 21 მარტს შინ ითამაშებს კოლუმბიასთან და 26 მარტს სტუმრად – არგენტინასთან.