ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, რამონ მენეზეშმა 25 მარტს მაროკოსთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები – ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მიკაელი (ატლეტიკო პარანაენსე), ვევერტონი (პალმეირასი);

მცველები – იბანიესი (რომა, იტალია), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), რობერტ რენანი (ზენიტი, რუსეთი), არტური (ამერიკა მინეირო), ემერსონი (ტოტენჰემი, ინგლისი), ალექს ტელესი (სევილია, ესპანეთი), რენან ლოდი (ნოტინგემი, ინგლისი);

ნახევარმცველები – ანდრე (ფლუმინენსე), ანდრეი სანტოსი (ვასკო და გამა), კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ჟოაო გომეში (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ლუკაშ პაკეტა (ვესტ ჰემი, ინგლისი), რაფაელ ვიეგა (პალმეირასი);

ფორვარდები – ანტონი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), რიშარლისონი (ტოტენჰემი, ინგლისი), როდრიგო (რეალი, ესპანეთი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი), რონი (პალმეირასი), ვიტორ როკე (ატლეტიკო პარანაენსე).

ამჯერად ბრაზილიის ნაკრებში არ არის გამოძახებული ნეიმარი – „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ტრავმირებულია.