ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში კარლო ანჩელოტიმ გუნდის განაცხადი პირველად წარადგინა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში კარლო ანჩელოტიმ გუნდის განაცხადი პირველად წარადგინა #1TVSPORT

კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში თავისი პირველი განაცხადი წარადგინა. ივნისში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ეკვადორსა და პარაგვაის დაუპირისპირდებიან.

იტალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდში დაბრუნდა 33 წლის ნახევარმცველი კაზემირო, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის კაპიტანი იყო.

განაცხადში ვერ მოხვდა ნეიმარი, რომელიც კვლავ ტრავმის შედეგებს ებრძვის და თამაშისთვის მზად არ არის.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი პირველი უცხოელია, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში ბრაზილიის ნაკრებს უხელმძღვანელებს.

ბრაზილიის ეროვნული გუნდის შემადგენლობა:

მეკარეები: ალისონი („ლივერპული“), ბენტო („ალ ნასრი“), უგო სოუზა („კორინთიანსი“).

მცველები: ალექს სანდრო, დანილო, ლეო ორტიზი, უესლი („ფლამენგო“), ალექსანდრო („ლილი“), ლუკას ბერალდო, მარკინიოსი („პარი სენ-ჟერმენი“), კარლოს აუგუსტო („ინტერი“), ვანდერსონი („მონაკო“).

ნახევარმცველები: ანდრეას პერეირა („ფულემი“), ანდრეი სანტოსი („სტრასბურგი“), ბრუნო გიმარაეში („ნიუკასლი“), კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“), ედერსონი („ატალანტა“), გერსონი („ფლამენგო“).

თავდამსხმელები: ანტონი („ბეტისი“), ესტევაო („პალმეირასი“), გაბრიელ მარტინელი („არსენალი“), მატიას კუნია („ვულვზი“), რაფინია („ბარსელონა“), რიშარლისონი („ტოტენჰემი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“).