ბრაზილიის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

ბრაზილიის ვაჟ ფეხბურთელთა ნაკრები ფინალში ესპანეთის ეროვნულ გუნდს იოკოჰამაში, „ნისანის“ სტადიონზე დაუპირისპირდა.

38-ე წუთზე ბრაზილიელებს დაწინაურების კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ პენლატი ვერ გამოიყენეს.

პირველი ტაიმის მიწურულს, 45+2 წუთზე ანგარიში მაინც ბრაზილიელებმა, მათეუსის გოლით გახსნეს და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

შეხვედრის მეორე ნახევარში ესპანეთი გააქტიურდა და ოიარსაბალის 61-ე წუთზე გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა. დამატებული დროის მეორე ნახევარში, 108-ე წუთზე მალკომმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ბრაზილიის ეროვნული გუნდი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

დატოვე კომენტარი