ბრაზილიის ნაკრები სრული შემადგენლობით ეწინააღმდეგება სამშობლოში კოპა ამერიკას ჩატარებას #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრები სრული შემადგენლობით ეწინააღმდეგება სამშობლოში კოპა ამერიკას ჩატარებას #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა კაზემირომ დაადასტურა, რომ ეროვნული გუნდის ყველა ფეხბურთელი წინააღმდეგია კოპა ამერიკას ბრაზილიაში ჩატარების.

„ყველამ იცის ჩვენი პოზიცია კოპა ამერიკას ბრაზილიაში გამართვის თაობაზე. ამაზე ცხადი არაფერია. გვინდა ხმამაღლა გამოვხატოთ ჩვენი აზრი 8 ივნისს, პარაგვაისთან მატჩის შემდეგ. ასეთი პოზიცია არა მხოლოდ მე და ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებს, არამედ მთავარ მწვრთნელსა და ყველა ფეხბურთელს აქვს“, – თქვა კაზემირომ.

უფრო ადრე, მთელი ნაკრების ანალოგიური პოზიცია ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ გაახმოვანა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, კოპა ამერიკა ბრაზილიაში 19 ივნისიდან 11 ივლისამდე უნდა გაიმართოს.