ბრაზილიის ნაკრები ისევ იმედოვნებს კარლო ანჩელოტის მიწვევას #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრები ისევ იმედოვნებს კარლო ანჩელოტის მიწვევას #1TVSPORT

2023 წლის ბოლოს აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგებოდა სათავეში. გარიგება არ შედგა, მაგრამ ბრაზილიური მხარე იმედს არ კარგავს.

გამოცემა OK Diario-ს ინფორმაციით, ლათინოამერიკულმა გრანდმა მიანიშნა ანჩელოტის, რომ ბრაზილიის ნაკრებში მუშაობასთან დაკავშირებით მის პასუხს მაისამდე დაელოდებიან. მიჩნეულია, რომ სეზონის ბოლოს იტალიელი სპეციალისტი დატოვებს „რეალს“ და სწორედ იმ პერიოდში ბრაზილიელები ბოლო შესაძლებლობას მოსინჯავენ მის გასაფორმებლად.

მანამდე ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად რჩება დორივალ ჟუნიორი, მაგრამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ეროვნული გუნდის მეხუთე ადგილი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისთვის ნაკრებში მუშაობა რთული საკითხია, რადგან მას ყოველდღიური მუშაობა იზიდავს, რაც ნაკრების პირობებში შეუძლებელია.