ბრაზილიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად 44 ათასი სამხედროა მობილიზებული
ბრაზილიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად 44 ათასი სამხედროა მობილიზებული

ბრაზილიის მთავრობის მტკიცებით, ამაზონის ტყეში ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით 44 ათასი სამხედროა მობილიზებული. ამის შესახებ განცხადება ბრაზილიის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა რაულ ბოტელომ გააკეთა. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დაიწყება ოპერაცია და კონკრეტულად რომელ რეგიონებში გაგზავნიან სამხედროებს.

ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს განკარგულებით, სამხედროებს უფლება აქვთ, ჩაერთონ ამაზონის ტყეში ხანძრების ჩაქრობაში. ეს ბრძანება ბრაზილიის პრეზიდენტმა მას შემდეგ გასცა, რაც მსოფლიო თანამეგობრობამ ბრაზილიის ხელისუფლებას მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

ამაზონის ტყეში ხანძრის გამო ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარება რვა შტატის ხელისუფლებამ მოითხოვა.