ბრაზილიის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო
ბრაზილიის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო

„რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა სეზონში მესამე და კარიერაში მერვე გამარჯვება მოიპოვა – ჰოლანდიელი პირველი მივიდა ფინიშთან „ინტერლაგოშის“ ტრასაზე დაძაბულ და დრამატულ რბოლაში.

დისტანციის პირველი მესამედი საკმაოდ მშვიდი იყო, გასაკუთრებით ლიდერთა ჯგუფში, სადაც მთავარი ინტრიგა მდგომარეობდა ტაქტიკის არჩევაში. მაგრამ რბოლის მეორე ნახევარში სიტუაცია მოულოდნელად დაიძაბა და პელოტონში ყველაფერი აირია. ყველაფერი დაიწყო ვალტერი ბოტასის გავარდნით – მის მანქანაზე ძრავა გამოვიდა მწყობრიდან და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გავიდა. რესტარტზე ფერსტაპენმა გაუსწრო ჰემილტონს, რომელიც არ გაჩერდა ყვითელ დროშებზე და დაიბრუნა ლიდერობა. ეს გასწრება გადამწყვეტი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის ბრძოლაში, რადგან რამდენიმე წრის შემდეგ, უსაფრთხოების მანქანა ისევ გამოჩნდა ტრასაზე, რადგან მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს თანაგუნდელები – სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი შეეჯახნენ ერთმანეთს. ორივემ დატოვა რბოლა.

რესტარტი მისცეს ფინიშამდე ორი წლით ადრე. ფერსტაპენმა ძალიან იოლად მოიპოვა ლიდერობა, მეორე ადგილისთვის კი ალექს ალბონი და ლუის ჰემილტონი შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ბრძოლა შეჯახებითა და ალბონის მოსრიალებით დამთავრდა, ჰემილტონს კი გაუსწრო პიერ გასლიმ. საფინიშო ხაზამდე მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ავიწროვებდა „ტორო როსოს“ პილოტს, მაგრამ მაინც წააგო 0.062 წამი.

ფერსტაპენმა მარტომ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ასე რომ, პირველად დიტრიხ მატეშიცის გუნდის ისტორიაში, „რედ ბულისა“ და „ტორო როსოს“ პილოტებმა ფინიშზე პირველი ორი ადგილი დაიკავეს, გასლისთვის კი ეს იყო კარიერაში პირველი პოდიუმი.

სეზონის ბოლო გრანპრი ორი კვირის შემდეგ, აბუ დაბიში გაიმართება. შეგახსენება, რომ ჩემპიონი უკვე ცნობილია – ლუის ჰემილტონმა მეექვსედ მოიპოვა ტიტული. ინტრიგაა მხოლოდ მესამე ადგილისთვის ბრძოლა, რომელშიც ფავორიტი ფერსტაპენია, რომელიც 11 ქულით უსწრებს მეოთხე ადგილზე მყოფ შარლ ლეკლერს.