ბრაზილიის გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო
ბრაზილიის გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო

სან პაულუში ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპი – ბრაზილიის გრანპრი გაიმართა, რომელიც ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა მოიგო. მან პოულიდან დაიწყო რბოლა და სეზონში მეათე გრანპრი მოიგო.

ეტაპის საუკეთესო პილოტი „რედ ბულის“ წევრი მაქს ფერსტაპენი გახდა, რომელმაც რბოლის მსვლელობისას ორივე „ფერარისა“ და ორივე „მერსედესს“ გაუსწრო და გამარჯვებისკენ მიდიოდა, მაგრამ ესტებან ოკონთან კონტაქტის გამო მოცურდა და ლუის ჰემილტონი წინ გაუშვა. ჰოლანდიელი მეორე ადგილზე გავიდა, მესამე კიმი რაიკონენი იყო.

ბოლო ეტაპის წინ, ლუის ჰემილტონს 383 ქულა აქვს. შემდეგ მოდიან: სებასტიან ფეტელი 302 ქულით, კიმი რაიკონენი – 251, ვალტერი ბოტასი – 237 და მაქს ფერსტაპენი – 234.