ბრაზილიიდან საქართველოში შემოტანილი გაყინული ღორის ხორცი განადგურებას დაექვემდებარა
ბრაზილიიდან საქართველოში შემოტანილი გაყინული ღორის ხორცი განადგურებას დაექვემდებარა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბრაზილიიდან საქართველოში შემოტანილი გაყინული ღორის ხორცი განადგურებას დაექვემდებარა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან შემოვიდა 936 კილოგრამი გაყინული ღორის ხორცი.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, დადგინდა, რომ ვეტერინარულ სერტიფიკატში ასახული მონაცემების შეუსაბამობის გამო, გაყინული ღორის ხორცი არ აკმაყოფილებს საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების მოთხოვნების თანახმად, საქონელი დაექვემდებარა განადგურებას“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.