ბრაზილიელმა გულშემატკივარმა მთელი თავისი ქონება ნეიმარს უანდერძა #1TVSPORT
ბრაზილიელმა გულშემატკივარმა მთელი თავისი ქონება ნეიმარს უანდერძა #1TVSPORT

30 წლის ბრაზილიელმა გულშემატკივარმა განაცხადა, რომ მთელი თავისი ქონება ანდერძით „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, ნეიმარს დაუტოვა.

„მე მომწონს ნეიმარი. ბევრ რამეში ვაიგივებ მასთან საკუთარ თავს. ასევე, ძალიან ორიენტირებული ვარ ოჯახზე და მისი ურთიერთობა მამასთან დიდ წილად მახსენებს ჩემს დამოკიდებულებას მამასთან, რომელიც გარდაიცვალა.

მე არც ისე კარგი ჯანმრთელობა მაქვს. ამ მიზეზით მივხვდი, რომ არავინ მყავს, ვისაც ქონებას დავუტოვებ.

არ მინდა, რომ მთავრობამ ან ნათესავებმა, რომლებსაც ვერ ვეწყობი, ჩემი ნივთები წაიღონ. პირველ რიგში, ვიცი ის, რომ ხარბი არ ვარ, რაც ჩვენს დროში საკმაოდ იშვიათია“, – მოჰყავს მამაკაცის სიტყვები გამოცემა Metropoles-ს.