ბრაზილიელის პასუხი რუს ჟურნალისტს - რუსეთში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ანანიძეა
ბრაზილიელის პასუხი რუს ჟურნალისტს - რუსეთში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ანანიძეა

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ქართველია – ასეთი პასუხი გასცა რუსული ტელეკომპანია RT-ის კითხვას არიმ, რომლის სრული სახელი და გვარია არიკლენეს და სილვა ფერეირა.

„კრასნოდარისა“ და რუსეთის ნაკრების ნატურალიზებულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, ტელეკომპანიამ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ერთ-ერთი კითხვა ეს გახლდათ – ვინაა რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი?

„ჯანო ანანიძე მოსკოვის „სპარტაკიდან“. მან ადრეულ ასაკში მოახერხა თავისი ნიჭის დემონსტრირება, ეროვნულ გუნდში მოხვედრა და დიდი სიმაღლეების მიღწევა“ – განაცხადა ​ RT-თან ბრაზილიელმა თავდამსხმელმა.

ტრავმის შემდეგ ჯანო ანანიძემ ვარჯიში განაახლა და მოსკოვური გუნდის განაცხადში ხვდება, მაგრამ სამწუხაროდ, “სპარტაკის” სამწვრთნელო შტაბი ქართველს თავსი გამოვლენის შანსს არ აძლევს.