ბრაზილიელი ჟურნალისტი - ნეიმარი ვალდებული იყო, ბრაზილიაში გაფრენილიყო და პელესთვის პატივი მიეგო #1TVSPORT
ბრაზილიელი ჟურნალისტი - ნეიმარი ვალდებული იყო, ბრაზილიაში გაფრენილიყო და პელესთვის პატივი მიეგო #1TVSPORT

ბრაზილიელმა ჟურნალისტმა ხოსე ლუის დატენამ გააკრიტიკა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი იმის გამო, რომ არ გაფრინდა ლეგენდარულ პელესთან გამოსამშვიდობებლად, რომელიც კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოცემა UOL-ის ცნობით, ბრაზილიელის ნაკრების ლიდერი ფრანგულმა კლუბმა არ გაუშვა.

„ნეიმარს კლუბიდან გათავისუფლება რომ მოენდომებინა, ის ჩამოვიდოდა… მას შეეძლო საამისოდ პსჟ-ზე ზეწოლა მოეხდინა. ასეთი რამ რამდენჯერმე მოითხოვა და კლუბი დაითანხმა. რატომ არ აიძულა ახლა პსჟ, პელესთან დასამშვიდობებლად გაეშვა? ვფიქრობ, რომ ნეიმარი, როგორც ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო.

20 წელია, მსოფლიო ჩემპიონატი არ მოგვიგია. პელეს დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო. ბიჭები თითქმის ვერაფერს გამოიმუშავებდნენ და მაინც ხალისით თამაშობდნენ. დღეს კი ფეხბურთელები მხიარულობენ მაშინ, როდესაც ხელშეკრულების აფორმებენ, რადგან ფულზე ფიქრობენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩემი აზრი“, – განაცხადა დატენამ.