ბრაზილიელი ჟურნალისტი - ნეიმარი მიეძალა ვისკის, ეწევა და დილის 5 საათზე იძინებს #1TVSPORT
ბრაზილიელმა ჟურნალისტმა როდოლფო გომეშმა განაცხადა, რომ „სანტოსის“ ფორვარდი ნეიმარი ვერ მოასწრებს ტრავმებისგან მომჯობინებას და 2025 წელს ვერ შეძლებს თამაშს. ამის მიზეზად გომეშმა ფეხბურთელის ცხოვრების წესი დაასახელა.
„ის მიეძალა ვისკის და ენერგეტიკულ სასმელებს, ეწევა ჩილიმს და დილის 4-5 საათზე წვება დასაძინებლად“, – განაცხადა ჟურნალისტმა.
ამ ამბავს მაშინვე გამოეხმაურა ნეიმარის მარკეტინგული ჯგუფი, რომელმაც ჟურნალისტი სიცრუეში დაადანაშაულა და მას სასამართლოთი დაემუქრა. თავის მხრივ, როდოლფო გომეშმა არ წაიღო უკან თავისი სიტყვები და დაადასტურა, რომ მზად არის სასამართლოში დაიცვას თავისი ნათქვამი.
„ნეიმარსა და მის გუნდს სრული უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს. მე ვადასტურებ ჩემს ინფორმაციას, რომელიც ეყრდნობა ჟურნალისტურ გამოძიებას. თუ პროცესი გაგრძელდება, მე თავს დავიცავ, მივენდობი სასამართლოს მუშაობას და დავეყრდნობი აზრის, გამოხატვისა და კომუნიკაციის თავისუფლებას“, – განაცხადა ჟურნალისტმა.