ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 20 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ვიტორ როკე 25.5 მილიონ ევროდ „ბარსელონადან“ „პალმეირასში“ გადავიდა.
ეს არის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ბრაზილიური კლუბების ისტორიაში, – წერს გაზეთი Globo.
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ნახევარმცველ ვენდელის ტრანსფერი, რომელიც ამ სეზონის დასრულების შემდეგ 20 მილიონ ევროდ გადავა „ზენიტიდან“ „ბოტაფოგოში“.
მესამე ადგილზეა არგენტინელი ნახევარმცველის ტიაგო ალმადას ტრანსფერი. ის „ბოტაფოგომ“ 2024 წლის ივლისში 19.5 მილიონ ევროდ იყიდა „ატლანტა იუნაიტედიდან“.