ბრაზილიაში შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენი მოკლეს

20:33, 19.03.2020

შერეული ორთაბრძოლების ყოფილი სპორტსმენი გლიან ალვესი ბრაზილიაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ალვესს უცნობმა პირმა სამი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ტრაგედია სპორტსმენის ავტოფარეხში მოხდა.

გლიან ალვესი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მკვლელმა გაქცევა მოახერხა და მისი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

მსგავსი