ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 90 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 815 პაციენტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 90 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსით 2 815 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ბრაზილია სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 11 871 390 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, პანდემიამ 290 314 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.