ბრაზილიაში ეროვნული ნაკრებიდან დორივალ ჟუნიორის გაშვება გადაწყვიტეს #1TVSPORT
ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ გადაწყვიტა, გაათავისუფლოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დორივალ ჟუნიორი. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა UOL-ი.
წყაროს ცნობით, კონფედერაციამ საბოლოოდ გადაწყვიტა, გამოეთხოვოს 62 წლის სპეციალისტს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში არგენტინასთან განადგურების შემდეგ. თუმცა დორივალ ჟუნიორის მუშაობის მიმართ კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ კოპა ამერიკას დროს გაჩნდა, რომელიც გასული წლის ზაფხულში გაიმართა.
ხაზს უსვამენ იმას, რომ კონფედერაციას ასევე არ მოსწონს ის, რომ მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა მისივე ვაჟი ლუკას სილვესტრი, თუმცა თავდაპირველად ეს პოსტი ეკავა ექსმცველს ჟუანს, რომელსაც გააჩნია მუშაობის გამოცდილება ბრაზილიის ნაკრებთან.
დორივალ ჟუნიორი 2024 წლის იანვრიდან უდგას სათავეში ეროვნულ გუნდს. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის 14 ტურის შემდეგ ბრაზილია მეოთხე ადგილზეა.