ბრაზილიას 2029 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მიღება სურს #1TVSPORT
ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტმა სამირ ჰაუდმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტთან ჯანი ინფანტინოსთან შეხვედრისას განიხილა იდეა 2029 წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრაზილიაში ჩატარების შესახებ.
„მე მოვუყევი მას კონფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ჩემი გეგმების შესახებ და ვუთხარი, რომ გვინდა, ახლოს ვიყოთ ფიფა-სთან. შევაქე მიმდინარე ტურნირი და ბრაზილიური კლუბების დონე, ბოლოს კი წარვადგინე ქვეყანა მომდევნო ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ძალიან მოხარული დარჩა და თქვა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. ახლა ჩვენ დავიწყებთ ამაზე მუშაობას. ეს დიადი მიზანია“, – განაცხადა ჰაუდმა.
2025 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებულ ფორმატში იმართება 32 გუნდის მონაწილეობით.