ბრაზილიამ მექსიკას პენალტების სერიაში აჯობა და ოლიმპიადის ფინალშია #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრები ზედიზედ მეორედ მიუახლოვდა ოლიმპიურ ოქროს – რიო 2016-ის ჩემპიონმა 1/2 ფინალში მექსიკა დაამარცხა.
როგორც სჩვევიათ, მექსიკელებმა შეჯიბრების ფავორიტს დიდი ბრძოლა გაუმართეს და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანეს. ძითითადი დრო 0:0 დასრულდა, გოლი არც დამატებითში გასულა.
პენალტების სერია ძალიან ცუდად შეასრულეს აცტეკევის შთამომავლებმა, მაშინ, როცა ბრაზილიამ ოთხივე გაიტანა და სერიაში 4:1 მოიგო.
ფინალში ბრაზილიის მეტოქე ესპანეთი-იაპონიის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
NO PEITO, NA GRAMA, NA RAÇA! ISSO É BRASIL!
Foto: Lucas Figueiredo / CBF pic.twitter.com/2oGPxPXOWl
— CBF Futebol (@CBF_Futebol) August 3, 2021