ბრაზილიამ კოპა ამერიკასთვის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა
ბრაზილიამ კოპა ამერიკასთვის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა

2019 წლის კოპა ამერიკას მასპინძელმა ბრაზილიამ დაასახელა მომავალი ტურნირისთვის 23-კაციანი საბოლოო განაცხადი.

მთავარი მწვრთნელის ტიტეს მიერ არჩეული ფეხბურთელების სია ასეთია:

მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კასიო (კორინთიანსი);

მცველები – დანი ალვეში (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ფაგნერი (კორინთიანსი), ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო, ესპანეთი), ტიაგო სილვა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), მირანდა (ინტერი, იტალია), ედერ მილიტაო (პორტუ, პორტუგალია)

ნახევარმცველები – კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), არტური (ბარსელონა, ესპანეთი), ალანი (ნაპოლი), ლუკას პაკეტა (მილანი, ბრაზილია), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ესპანეთი);

ფორვარდები – რიჩარლისონი (ევერტონი, ინგლისი), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), დავიდ ნერეში (აიაქსი, ჰოლანდია), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ევერტონი (გრემიო).

კოპა ამერიკა 14 ივნისიდან 7 ივლისამდე ჩატარდება. ბრაზილიის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ბოლივია, ვენესუელა და პერუ არიან.