ბრაზილიამ კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით პირველ მატჩში ეკვადორს ვერ მოუგო #1TVSPORT
სამხრეთ ამერიკის ზონაში, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-15 ტურის მატჩში ეკვადორის ნაკრებმა ბრაზილიას უმასპინძლა. შეხვედრა 0:0 დასრულდა.
ბრაზილიის ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა ახალი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით.
ამ მომენტისთვის ბრაზილია 22 ქულით მეოთხე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ანჩელოტის გუნდი საკუთარ მოედანზე პარაგვაის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 11 ივნისს გაიმართება.