ბრაზილიამ არგენტინა გაანადგურა და ტოკიოს ოლიმპიადაზე გავიდა (ვიდეო)

ბრაზილიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. ზაფხულის თამაშების საგზური გუნდმა ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში არგენტინის ნაკრების დამარცხების შემდეგ მოიპოვა. მატჩის ანგარიშია – 3:0. დუბლი შეასრულა მატეუს კუნიამ, კიდევ ერთი გოლი პაულინიომ გაიტანა.

არგენტინამ პირველი ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულა აიღო, რითაც ვადაზე ადრე გაინაღდა ოლიმპიადაზე თამაში. ასე რომ, ამ გუნდისთვის ბრაზილიასთან მატჩი არაფერს ნიშნავდა. ბრაზილიამ ხუთი ქულით მეორე ადგილზე დაასრულა ტურნირი.

2020 წლის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის 16 მონაწილედან ცნობილია 14: იაპონია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, რუმინეთი, ახალი ზელანდია, ეგვიპტე, კოტ დ’ივუარი, სამხრეთ აფრიკა, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა და ავსტრალია. კიდევ ორი ნაკრები კონკაკაფ-ის ზონიდან მოხვდება ამ სიაში.

ბრაზილიის ნაკრები მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია.