ბრაზილია „პარი სენ-ჟერმენს“ ნეიმარის ოლიმპიადაზე გამოშვებას სთხოვს
ბრაზილია „პარი სენ-ჟერმენს“ ნეიმარის ოლიმპიადაზე გამოშვებას სთხოვს

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია „პარი სენ-ჟერმენს“ სთხოვს, რომ ნეიმარს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მისცეს, – იუწყება  AS.

ნეიმარის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მეორე ფორვარდი კლიან მბაპეც საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე წასვლას გეგმავს.

ნეიმარმა ოლიმპიადაზე ორჯერ მიიღო მონაწილეობა. 2012 წელს მან ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედალი დაიმსახურა, რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე კი მასპინძელთა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა.