ბრაზილია-ხორვატია 2:0, ნეიმარი გოლით დაბრუნდა [ვიდეო]
ლივერპულში „ენფილდის“ სტადიონზე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილეებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. სამთვიანი პაუზის შემდეგ, მინდორზე დაბრუნდა “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარი, რომელმაც 69-ე წუთზე გახსნა ანგარიში. მეორე გოლი ხორვატების კარში 92-ე წუთზე “ლივერპულის” შემტევმა რობერტო ფირმინომ გაიტანა.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ბრაზილია: ალისონი, მირანდა (65. მარკინიოსი), ტიაგო სილვა, მარსელო (60. ფილიპე ლუიში), დანილო, ფერნანდინიო (46. ნეიმარი), ვილიანი (82. ტაისონი), ფილიპე კოუტინიო (82. ფრედი), პაულინიო, კაზემირო, გაბრიელ ჟესუსი (60. რობერტო ფირმინო).
ხორვატია: სუბაშიჩი, ჩორლუკა (52. ჩალეტა-ცარი), ლოვრენი, ვიდა, ვრსალკო (87. იედვაი), მოდრიჩი (58. კოვაჩიჩი), რაკიტიჩი (83. ბრადარიჩი), ბადელი (61. ბროზოვიჩი), პერიშიჩი, კრამარიჩი, რებიჩი (64. პიაცა).
Goal! Neymar – Bresil 1-0 Croatie #BRAxCRO pic.twitter.com/PmjAlC5yhs
— EMR (@EnModeReplay) 3 June 2018
Неймар вернулся!!! 👍👍👍pic.twitter.com/UVBIEU6Eag
— СЭ Футбол (@football_se) 3 June 2018