ბრაზილია და შვეიცარია მერვედფინალში არიან (ვიდეო)

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დასრულდა მორიგი სათამაშო დღე, რომელმაც კიდევ ორი მერვედფინალური წყვილი გაარკვია.

მოსკოვის „სპარტაკის“ არენაზე ბრაზილიის ნაკრები სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა. მატჩი დაბალ ტემპში დაიწყო და ასევე გაგრძელდა. სერბეთს აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდათ, ბრაზილი8ელებს კი  ფრეც აძლევდათ ხელს.

პირველი გოლი 36-ე წუთზე ვიხილეთ, როდესაც ფილიპე კოუტინიომ მოდენის სიღრმიდან გრძელი პასით გაიყვანა მეკარესთან პირისპირ პაულინიო და ამ უკანასკნელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა – 0-1 და პირველი ტაიმი ამ ამგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმში სერბეთმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა და შეიძლება ითქვას, რომ ხუთიოდე წუთის განმავლობაში ბრაზილიის ნაკრებვი საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. ყველაზე რეალური მომენტი კი სერბეთს მაშინ შეექმნა, როდესაც ბრაზილიის მეკარემ ბურთი უხერხულად მოიგერია და კარის წინ მდგარ მიტროვიჩისკენ გადააგდო. ამ უკანასკნელმა თავით დაარტყა, მაგრამ ბურთი ბრაზილიელ მცველს მოხვდა და ისევ მეკარეს მიუვიდა.

68-ე წუთზე კი ისევ ბრაზილიამ გაიტანა, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულს ყველაზე ადრე ტიაგო სილვა დახვდა და თავით გადაგზავნა ბურთი სტოიკოვიჩის კარში – 0-2.

ამის შემდეგ, მიუხედავად კიდევ რამდენიმე კარგი მომენტისა, ანგარიში აღარ შეცვლილა და ჯგუფში პირველ ადგილზე გასული ბრაზილია მერვედფინალში მექსიკას შეხვდება.

რაც შეეხება პარალელურ მატჩს, ის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონზე გაიმართა და ერთმანეთს შვეიცარიისა და კოსტა-რიკის ნაკრებები ხვდებოდნენ. კოსტა-რიკა ამ მატჩს უმოტივაციოდ შეხვდა, რადგან ორიდან ორივე წაგებული მატჩით უკვე დაკარგული ჰქონდა მერვედფინალში გასვლის შანსი, შვეიცარიას კი შეეძლო წაგების შემთხვევაშიც გასულიყო მომდევნო ეტაპზე, თუ სერბეთი ბრაზილიას ვერ დაამარცხებდა.

მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და კოსტა-რიკამ ჩემპიონატზე პირველი და ერთადერთი ქულა მოიპოვა. ანგარიში შვეიცარიელებმა გახსნეს, კერძოდ კი ეს ჯემაილიმ გააკეთა, თუმცა მნეორე ტაიმში კენდალ ვასტონმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ეს ანგარიში 88-ე წუთამზე შენარჩუნდა და ბოლო რამდენიმე წუთში კიდევ ორი გოლი ვიხილეთ: ჯერ შვეიცარიელმა დრმიჩმა გაიყვანა წინ თავისი გუნდი, შემდეგ კი საკმაოდ უცნაური პენალტიც ვიხილეთ: ბრაიან რუისის დარტყმული ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ მეკარეს თავში და ისე შეგორდა კარში. შედეგად ბოლო გოლი მეკარე ზომერს ავტოგოლად ჩაუთვალეს.

ეს არის პირველი შემთხვევა ამ ჩემპიონატზე, როდესაც მეკარემ ავტოგოლი გაიტანა.

მატჩი 2-2 დასრულდა, შვეიცარიის ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი შეინარჩუნა და მერვედფინალში შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!