ბრატისლავის „სლოვანმა“ ვარჯიში განაახლა - ქართველებიდან მხოლოდ კაშია ემზადება, ჩაკვეტაძესა და კანკავას ელიან #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანმა“ ვარჯიში განაახლა - ქართველებიდან მხოლოდ კაშია ემზადება, ჩაკვეტაძესა და კანკავას ელიან #1TVSPORT

ბრატისლავას „სლოვანი“ საახალწლო არდადეგების შემდეგ შეიკრიბა და მზადებას შეუდგა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილებმა ზამთრის ვარჯიში არასრული შემადგენლობით დაიწყეს.

გურამ კაშია უკვე გუნდთან ერთად ემზადება. მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, ბორის კიტკას თქმით, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა, ალექსანდრე ჩავრიჩი და ივან საპონიჩი გუნდს შაბათ-კვირას შეუერთდებიან.

8-20 იანვარს „სლოვანი“ ბრატისლავაში მოემზადება, 23 იანვრიდან კი ავსტრიაში გაემგზავრება. მზადების პროცესში გუნდი სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 21 იანვარს „ბრნოსთან“, 25 იანვარს ავსტრიის „სენტ-პოლტენთან“, ხოლო 28 იანვარს „ზალცბურგთან“.

„ბრნოსთან“ მატჩის ადგილი ჯერ არ დაზუსტებულა, მაგრამ ორივე კლუბი შეთანხმდა, რომ ბრატისლავაში ან ბრატისლავის ახლოს ბუნებრივ საფარზე ითამაშებენ. სეზონს კი „სლოვანი“ 4 თებერვალს ბანსკა ბისტრიცას „დუკლასთან“ სლოვაკეთის თასის 1/8 ფინალური მატჩით განაახლებს. მარტიდან გუნდს კონფერენს ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება ელის.