ბრაიტვაიტის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - კუმანს შეტევაში პრობლემები აქვს #1TVSPORT
ბრაიტვაიტის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - კუმანს შეტევაში პრობლემები აქვს #1TVSPORT

მარტინ ბრაიტვაიტის მუხლის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც დანიელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ 3-4 თვე ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ კატალონიელი ჟურნალისტი ჟერარდ რომერო იუწყება.

30 წლის ფეხბურთელმა ტრავმა „ხეტაფეს“ წინააღმდეგ დაპირისპირებაში მიიღო და თავის ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში შოტლანდიის, ფარერებისა და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ გამოაკლდა.

რონალდ კუმანისთვის ეს სერიოზული პრობლემა გახლავთ. გუნდს ჯერჯერობით ვერ ეხმარებიან სერხიო აგუერო, უსმან დემბელე და ანსუ ფატი. ცოტა ხნის წინ კი ანტუან გრიზმანი იჯარით მადრიდის „ატლეტიკოს“ შეუერთდა.

„ბარსელონა“ შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა სამშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.