ბრაიტონმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
ბრაიტონმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

კრის ჰიუტონი საფეხბურთო კლუბ ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რისი მიზეზიც გუნდის მიერ ჩემპიონატში ნაჩვენები ცუდი შედეგი გახდა.

გუშინ, პრემიერლიგის ბოლო ტურში, ბრაიტონმა ჩემპიონობის მაძიებელ მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის გახსნა მოახერხა, საბოლოოდ სტუმართა ზეწოლას ვერ გაუძლო და 1-4 დამარცხდა. ამ შედეგით სიტიმ ოფიციალურად გაიფორმა ჩემპიონობა, ბრაიტონმა კი მე-17 ადგილი დაიკავა და მხოლოდ ორი ქულით გაასწრო გასავარდნ ზონას.

საინტერესოა, რომ თოლიებმა ბოლო 23 მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგეს და, ბოლო ცხრიდან კი – ვერც ერთი.

ვინ შეცვლის ჰიუტონს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, ჯერ-ჯერობით უცნობია.