ბრაიმ დიასი – იბრაჰიმოვიჩი მამაჩემის თანატოლია, მაგრამ თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია

18:19, 11.11.2020

ბრაიმ დიასიზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და უფროსი თანაგუნდელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ზლატანი მამაჩემის თანატოლია, მაგრამ მას თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, – თქვა დიასმა ესპანურ ტელეარხთან, NoticiasVamos-თან  ინტერვიუში. – იბრაჰიმოვიჩმა დაამტკიცა, რომ ფეხბურთში ასაკს არ აქვს მნიშვნელობა.

მე და ზლატანს კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის თავის გამოცდილებას მიზიარებს და რჩევებს მაძლევს.

იბრაჰიმოვიჩს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მისთვის არ არის საკმარისი მატჩში უბრალო მონაწილეობა. როცა მოედანზე ზლატანის გვერდით ხარ, ყოველთვის ბევრი შრომა გიწევს. ის საკუთარი თავისგან და სხვებისგან ყოველთვის მაქსიმალურს ითხოვს, შესაბამისად, იზრდები და უკეთესი მოთამაშე ხდები“, –  განაცხადა „მილანის“ ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

მსგავსი