ბრაიანტი მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩი გახდა
„ლეიკერსის“ ლეგენდარული მცველი, კობი ბრაიანტი, კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩი გახდა. პლანეტის პირველობა 2019 წელს, ჩინეთში გაიმართება.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში ბრაიანტმა ბრაზილიის, ესპანეთის, ავსტრალიის, საფრანგეთისა და ჩინეთის ნაკრებები გაიხსენა. ბოლოს კი თავისი ქვეყნის ნაკრებს მიმართა – „აშშ, არ შერცხვეთ“.
ჩინეთი მსოფლიოს ჩემპიონატს 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე უმასპინძლებს.
World, I've been watching! You want the #FIBAWC 🏆? Come and get it in China. #MambaMentality pic.twitter.com/QP4opTMeYi
— Kobe Bryant (@kobebryant) October 31, 2018