ბრაჰიმ დიასი მაროკოს ნაკრებში ითამაშებს, ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა #1TVSPORT
ბრაჰიმ დიასი მაროკოს ნაკრებში ითამაშებს, ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა #1TVSPORT

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ 24 წლის თავდამსხმელი ბრაჰიმ დიასი მაროკოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. ფეხბურთელს არჩევანის გაკეთება ესპანეთსა და მაროკოს ეროვნულ გუნდებს შორის შეეძლო.

დიასი მაროკოს მოქალაქეობას ძალიან მალე მიიღებს და, შესაძლოა, ის მარტის შეკრებაზე უკვე აფრიკული გუნდის განაცხადშიც იყოს.

ბრაჰიმ დიასის დედა მაროკოელია. „ატლასის ლომების“ მთავარ მწვრთნელს, ვალიდ რეგრაგს ფეხბურთელის მაროკოს ნაკრებში ხილვა ძალიან უნდოდა და როგორც ის აცხადებს, სამომავლოდ ტაქტიკის აგებას „რეალის“ მოთამაშის ირგვლივ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა შემტევს ესპანეთის ნაკრებში უკვე აქვს ნათამაშები. 2021 წლის 8 ივნისს მან ლიეტუვის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.

მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში დიასი ძალიან კარგად გამოიყურება, მან 31 შეხვედრაში ითამაშა და მეტოქეთა კარი რვაჯერ აიღო.